🛒 კალათა
👤 შესვლა
🛒 კალათა
👤 შესვლა

კონტაქტი

📞 კონტაქტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

📚 ბიბლიოთეკის შესახებ

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.

ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება ელექტრონული ვერსიებით.

სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური, რომელიც მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი.

მკითხველთათვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ბიბლიოთეკა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურება საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და ინტერნეტ რესურსებით. ჩვენს მკითხველს აქვს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე, CD ან USB მოწყობილობაზე გადაწერის შესაძლებლობა.